გუშინ ღამით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი ბიჭი დაიჭრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ასევე, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.