logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
- +

27 მარტი. 2019. 11:21

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის ერთ-ერთი სატყეო უბნის ტყის მცველმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების - ნაძვების ამოთხრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4000 ლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის და დანაშაულებრივ ქმედებაში მისი თანამონაწილის დაკავება. 

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner