„Associated Press"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტების შესაძლო მოწყობის ბრალდებით, ბელგიის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს" წევრი 4 ეჭვმიტანილი დააკავა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვიტანილები პოლიციამ ანტვერპენის პორტსა და კიდევ 2 ქალაქში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავა.
ოთხივე ეჭვმიტანილს ტერორისტულ საქმიანობაში და ტერორისტული დაჯგუფებისთვის ახალი წევრების მოძიებაში ედება ბრალი.