logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

27 მარტი. 2019. 12:11

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, ქ.თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში გ.კ-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხ.მ-ს სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ხ.მ ადგილზე გარდაიცვალა. 

 

სამართალდამცველებმა ძებნილი გ.კ. 2018 წლის 2 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ.  დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner