logo_geo
eng_logo
პროკურორი: ერთადერთი სასჯელი, რომელსაც მალხაზ კობაური იმსახურებს, უვადო თავისუფლების აღკვეთაა
- +

27 მარტი. 2019. 12:18

 

 

„მალხაზ კობაურმა არათუ არ აღიარა და არ მოინანია დანაშაული, არამედ ბოლომდე ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები, რათა თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურების ფაქტზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა.

 

დღევანდელ სხდომაზე, სადაც სასჯელის დანიშვნაზე იმსჯელებენ, ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების შეფარდებას მოითხოვს.

 

„დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დააფიქსირებს პოზიციას, რომ მსჯავრდებული მალხაზ კობაურისთვის სასჯელის სახით გამოყენებული იქნას უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულმა არათუ არ აღიარა და არ მოინანია აღნიშნული დანაშაული, არამედ ბოლომდე ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები, რათა თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით, ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ის იმსახურებს, უვადო თავისუფლების აღკვეთაა. იმედი გვაქვს, სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნება უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა დათუკიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

 

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალდებაში ერთხმად დამნაშავედ ცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner