logo_geo
eng_logo
გია ბურჯანაძე: „ნაციონალები“ სიცოცხლეს თელავენ!
- +

26 მაისი. 2016. 11:55


2011 წლის 26 მაისს „ნაციონალური მოძრაობის"   ხელისუფლების უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლა, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი თავდასხმა, რომლის მიზანი იყო აქტივისტების დასჯა, დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება. აქციაში მონაწილე პირები, ყოველწლიურად იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მოხდა მათი დარბევა. „რეპორტიორის" გადამღებ ჯგუფთან საუბარში „სახალხო კრების" წევრი, მსახიობი გია ბურჯანაძე  იხსენებს ხუთი წლის წინანდელ მოვლენებს.


 „2011 წლის 26 მაისის დარბევის მსგავსი მხოლოდ  9 აპრილს მმოხდა. გადმოცემით ვიცი, ვთქვათ რას შვრებოდნენ, როცა ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, მაგრამ ახალი ბოლშევიკები „ნაციონალური მოძრაობის" სახით იმ ძველ ბოლშევიკებზე უფრო დაუნდობლები თუ იქნებოდნენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.  როგორც ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ფაშიზმი, ასევე უნდა გასამართლებულიყო „ნაციონალური მოძრაობა". წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში არსებობდნენ ასეთი ბინძური ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის სიცოცხლე და უფლებები  გათელონ. ახალმა ბოლშევიკებმა კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს დანაშაული. ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ოპერაცია დაგეგმა და მთავარ როლს თამაშობდა, თვითონ ოპერაციის შესრულების დროს არ დაგვინახავს. „ნაციონალები" მშვენივრად გაპატიოსნებულები, გალამაზებულები,  ჩამორეცხილები მოდიან და მთელ საქართველოს ჭკუას გვასწავლიან. პასუხი უნდა აგონ დანაშაულზე. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. რაც ციხეში ვნახე, ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა. სანამ ციხეებში გაგვიშვებდნენ, დაჭერილები რომ ვიყავით, ჩემს თვალწინ ადამიანებს აწამებდნენ", - განაცხადა ბურჯანაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner