logo_geo
eng_logo
ბესიკ ტაბატაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტდა, ვის უნდა ეცოცხლა და ვის - არა!
- +

26 მაისი. 2016. 11:55


2011 წლის 26 მაისს „ნაციონალური მოძრაობის"   ხელისუფლების უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლა, რაც გულისხმობს მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებას და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმურ ღონისძიებას, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა, რომლის მიზანი იყო აქტივისტების დასჯა, დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნა დაკავებული, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


აქციაში მონაწილე პირები ყოველწლიურად იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მოხდა მათი დარბევა. შემთხვევის ადგილზე „რეპორტიორის" გადამღები ჯგუფთან საუბარში 26 მაისს დაზარალებული ბესიკ ტაბატაძე იხსენებს  5 წლის წინ მომხდარ მოვლენებს.


„სააკაშვილის დიქტატორულმა რეჟიმმა  2011 წელს საქართველოს ძალიან ცუდი 26 მაისი გაუთენა. გასახსენებლად ძალიან მძიმეა. ბევრი ადამიანი დასახიჩრდა. ყველაზე ცუდი ის მოხდა, რომ 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათი გარდაცვალება  დიდი ტკივილია საქართველოსთვის, იმიტომ რომ დაღუპულები პატრიოტები იყვნენ.  მომავლისთვის  ვიდექით თავისუფლების მოედანზე  და გვინდოდა, უბრალოდ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა. 26 მაისის  შემოქმედი იყო მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ელიტა: ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ძმები ახალაიები, რურუა და კიდევ ბევრი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც თათბირის დროს იღებდნენ მსგავს გადაწყვეტილებებს. „ნაციონალური მოძრაობა"  წყვეტდა მაშინ, ვის უნდა ეცოცხლა საქართველოში,  ვის - არა... ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ - არა... ვისთვის უნდა წაერთმიათ ქონება, ვისთვის - არა ... დამნაშავეებიდან მხოლოდ ორი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს, რომელიც მიზერულია. დანარჩენი ძებნილები არიან, საქართველოში არ ჩამოესვლებათ. ელიტის მითითებებს ვინც ასრულებდა, ისინიც  არ არიან დასჯილნი. მთავარი ჯალათები დღეს გარეთ არიან, მათი სახელები და გვარები  მთელმა საქართველომ იცის. რიგითი პოლიციელი თუ დაისჯა, ეს არ ნიშნავს დანაშაულის აღმოფხვრას. ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ერთ-ერთ ბრალად  წაყენებული აქვს 26 მაისის მიტინგის სისხლიანი დარბევა, სულ რაღაც 4 წელი მიესაჯა და მალე ალბათ თავისუფლებაზეც ვიხილავთ",- განაცხადა ტაბატაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner