logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია
- +

27 მარტი. 2019. 14:29

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ამ ვიდეოების გავრცელების გამოც იგივე შედეგი დადგება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულიად ამაზრზენი და მიუღებელი.

 

„მე ვიცი, რომ შსს და საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად ცდილობდნენ, იდენტიფიცირება გაეკეთებინათ და დაესაჯათ პირები, რომლებიც გამავრცელებლები შეიძლება ყოფილიყვნენ, რომლებსაც სხვებისთვის შეიძლებოდა გაეგზავნათ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა ამ ვიდეოების გავრცელების გამო, იგივე შედეგი და იგივე რეაქცია მოჰყვება ახლაც და ასეც უნდა იყოს. შეუძლებელია, იდენტიფიცირებული ყოფილიყო და რეაგირება არ მომხდარიყო. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული და მიუხედავად იმისა, ქალი ხართ, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ამაზე არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მსგავსი რამ არის დაუშვებელი, მიუღებელი და მოჰყვება საპატიმრო სასჯელი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ჩუგოშვილის თქმით, განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც არიან ინფორმაციის პირველწყაროები.

 

„როგორ ვიცი, ეს გამოსაძიებლად საკმაოდ მძიმე დანაშაულია. შსს მზად იყო, გამოეყენებინა მეგობარი ქვეყნების ექსპერტიზა, რომლის საგამოძიებო უნარები და შესაძლებლობები ბევრად უფრო განვითარებულია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცი, რომ ამ პირველწყაროს გამოსავლენად მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა შსს. გასახსნელად ალბათ რთული დანაშაულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უფრო გამოცდილი გამომძიებლების ჩართულობით იქნება შანსი, რომ პირველწყაროს მივაკვლიოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner