მიმდინარე წლის 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.
ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.
მისამართი: ქ. ჭიათურა, დავით აღმაშენებლის ქ. 18 „ჯეო-ჰოსპიტლის“ პოლიკლინიკა
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.