logo_geo
eng_logo
„კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა“
- +

26 მაისი. 2016. 12:18


შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.



მე თხოვნა მექნება ყველას მისამართით, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლდნენ და დაელოდონ გამოძიებას. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადნენ შს სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner