შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ვარდების მოედანზე", შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწყობილი სხვადასხვა სტენდის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირობას დებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალმა თაობამ იცხოვროს უსაფრთხო და ერთიან საქართველოში.
გიორგი მღებრიშვილმა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი დღე იზიარებს ორ ემოციას - ტკივილსა და სიხარულს. სიხარული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ტკივილი იმ ადამიანების დაკარგვისა, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს ვულოცავ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც „ვარდების მოედანზე" შვილთან ერთად მივიდა.