logo_geo
eng_logo
გაუპატიურების და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

27 მარტი. 2019. 17:47

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი - გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემითა და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც.-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. დ.ც.-მ კი ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.

 

სამართალდამცველებმა დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner