logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი გენგეგმის შემუშავებისას აუცილებელია მოსახლეობის სურვილებისა და საჭიროებების გაგება
- +

27 მარტი. 2019. 18:19

 

 

„ნებისმიერი გენგეგმის შემუშავების დროს პირველ რიგში, აუცილებელია მოსახლეობის სურვილებისა და საჭიროებების გაგება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მცხეთის გენგეგმის შემუშავებისა და განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

ცქიტიშვილის თქმით, აუცილებელია ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

 

„კონკურსში შეირჩა კომპანიები, რომლებსაც აქვთ გენგეგმის შემუშავებისთვის საჭირო გამოცდილება, ასევე აქვთ გამოცდილება ისეთი სივრცითი მოწყობის გეგმების შემუშავებაში, როგორიცაა ნიკორწმინდა, შოვი, ხერთვისი, უშგული. ასევე აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარი, რომ ისეთ რთულ საკითხს, როგორიც არის მცხეთის სივრცითი მოწყობის გეგმა, თავი გაართვან. დღეს გვაქვს პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან, ნებისმიერი გენგეგმის შემუშავების დროს აუცილებელია პირველ რიგში, მოსახლეობის სურვილების და საჭიროებების გაგება და ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც იქნება ორიენტირებული მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და განვითარებაზე.

 

მცხეთაში მოქმედებს მორატორიუმი, რომლის ამოქმედებაც გახდა საჭირო, რადგან მცხეთა სამწუხაროდ, შეყვანილი იქნა იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. ეს მორატორიუმი გახდა ის გარდაუვალი გადაწყვეტილება, რომელმაც შეინარჩუნა მცხეთის სტატუსი და მოხდა შეკავება შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლებოდა გაუაზრებელ და სწრაფ განვითარებას მოეხდინა ქალაქზე. გენგეგმა არის აუცილებელი წინაპირობა, რომ გააზრებული გეგმა შემუშავდეს, ყველა პრიორიტეტი იყოს დაცული“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner