logo_geo
eng_logo
„მოღვაწეობა პოლიტიკური ცხოვრების წამყვან რიგებში“ - შვეიცარიული გაზეთი „Tages Anzeigers“ მიხეილ ყაველაშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
- +

27 მარტი. 2019. 19:36

 

 

როგორი იყო საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განვლილი გზა სპორტიდან პოლიტიკამდე - ამ თემით შვეიცარიული გამოცემა „Tages Anzeigers“ დაინტერესდა.

 

სიტყვა გადაეცემა დეპუტატს, რომელიც ყველაზე წინ ზის. კაცს, რომელიც გამოწყობილია კოსტიუმში და ატარებს ჰალსტუხს, წინ უწყვია დოკუმენტები და წინ აქვს მიკროფონიც. საკითხი ეხება დებატებს ბავშვთა უფლებების შესახებ, მათ დაცვასა და მათთვის სპორტის მნიშვნელობის ხაზგასმას. სწორედ ამიტომ გამოხატავს ეს პოლიტიკოსი საკუთარ მოთხოვნებს მთავრობისადმი. როგორც თავად ამბობს, სკოლებს ესაჭიროებათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, უფრო მეტი სავარჯიშო დარბაზი. იგი, ასევე, იმედოვნებს, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდება ფიტნეს ცენტრებისა და საცურაო აუზების მშენებლობაში: „...ბავშვების განვითარებისთვის ეს დაუყოვნებლივ საჭიროა“.

 

მას ყურადღების მისაქცევად არ სჭირდება ხმამაღალი შეძახილები. ის არის მიხეილ ყავლაშვილი და ის ხალხს არ გაუცნია 2016 წელს, როდესაც პარლამენტის დეპუტატი გახდა. ერთ დროს ის ფეხბურთელი გახლდათ, თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და მოღვაწეობდა საზღვარგარეთის კლუბებში. ვინც ამას მიაღწევს, საკუთარ ქვეყანაში ავტომატურად სახელგანთქმული პიროვნება ხდება.

 

„მე ვარ ერთი ციურიხელი“

როგორც კი ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, შესვენებაზე სხდომათა დარბაზი დატოვა და რამდენიმე წუთით თავისი კაბინეტისკენ გამოემართა. ამოისუნთქა და კმაყოფილების გრძნობით გვითხრა 47 წლის დეპუტატმა: „დღეს ასე ვმუშაობთ“. თავის დიდ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, სადაც უკანა მხარეს ორი დროშა დგას, ევროკავშირისა და საქართველოსი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სურათი: როგორ იღებს ყაველაშვილი სტუმრებს, თვითონ დროშების წინ დგას, ხელს ართმევს სტუმრებს და კამერაში იღიმება.

 

ყაველაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც ამ სფეროში წამყვან რიგებში დგას. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 2020 წლამდეა არჩეული. აღსანიშნავია მისი ჩინებული კარიერა და ხაზგასასმელია ამგვარი მეტამორფოზა.

 

ყაველაშვილი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია. ისინი, ვინც მიხეილს ადრეც იცნობდნენ, იტყვიან: „ის უფრო კომუნიკაბელური გახდა - შვეიცარიაში, როგორც ფეხბურთელი, უფრო ჩაკეტილი პიროვნება იყო“. ის 1997 წელს მანჩესტერ სიტიდან გრასჰოფერში გადმოვიდა, 2 წლის შემდეგ კი - ციურიხში. მისი საცხოვრებელი ადგილი ალდისვილი და ჰორგენი იყო, მას უყვარდა ქალაქი (ციურიხი) და ახლა ღიმილნარევი განწყობით ამბობს: „მე ვარ ერთი ციურიხელი“. ხოლო ვინც თავს ციურიხელად მიიჩნევს, გერმანულ ენაზე საუბრობს. ზოგჯერ კი ის „ბიტცელის“ დიალექტზეც ლაპარაკობს.

 

 იგი გაკვირვებული იყო მძღოლით

გრასჰოფერსთან ერთად, ყაველაშვილი შვეიცარიის ჩემპიონი გახდა 1998 წელს, ხოლო 2000 წელს, ციურიხთან ერთად, - თასის მფლობელიც; გრასჰოფერი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ინდივიდუალისტებით, ხოლო ციურიხი მისთვის უფრო ახლო და ნაცნობი იყო. როდესაც ყაველაშვილმა გუნდის ავტობუსის საჭესთან ციურიხის მწვრთნელის ასისტენტი, ურს შონენბერგერი დაინახა, თვალებს არ უჯერებდა. მწვრთნელი მძღოლად? „...ასეთი რამე სად გინახავთ?“ - ამბობდა იგი და ხმამაღლა იცინოდა.

 

მის მიღწევებსა და შედეგებზე კომენტატორებს შეუძლიათ ბევრი ისაუბრონ, როდის და სად აქვს მას გატანილი გოლები. თუმცა ამასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა: უმეტესი მათგანის ვიდეო საბუთი  არ არსებობს: „...მე ჩემს 17 წლის ვაჟს ვარწმუნებ ხოლმე, რომ მართლაც ბევრი გოლი მაქვს გატანილი, თუმცა მას არ სჯერა იმის, რაც თვითონ არ აქვს ნანახი“, - ამბობს ყაველაშვილი.

 

2006 წელს მას ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ წინ სამწვრთნელო კარიერა ელოდა. მას ზურგს უმაგრებს საზღვარგარეთ პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში გატარებული წლები, თითქმის ყველა კი შვეიცარიას უკავშირდება. გრასჰოფერისა და ციურიხის შემდეგ, ყაველაშვილი ლუცერნში გადავიდა, შემდეგ სიონში, ასევე, იყო არაუში და ბოლოს ბაზელი. ტენეროში მან სასწავლო კურსი გაიარა და თავისი პირველი დიპლომი მიიღო მწვრთნელის რანგში.

 

 მას არ ანაღვლებდა მეგობრების გაფრთხილება: „...მე არ მეშინია აზრის გამოთქმის“.

 

ამავდროულად ყაველაშვილს გაუჩნდა მოთხოვნილება, რომ პასუხისმგებლობა გამოეჩინა თავისი ქვეყნისადმი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონია პოლიტიკური მოხელის სტატუსი, არ უყოყმანია გადაწყვეტილების მიღებისას და მისი გადაწყვეტილება უკანონობებმა და ბოროტმოქმედებებმა განაპირობა. მან გაბედა და თქვა, რა არ მოსწონდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მმართველობაში. თუმცა ამის შესახებ მეგობრები აფრთხილებდნენ: „ფრთხილად, ყაველ (როგორც მეგობრები მას მიმართავენ, ორიგინალ ტექსტში Kawa), აუცილებლად უნდა შეიკავო თავი, სხვაგვარად შეიძლება საფრთხე შეგექმნას“. თუმცა ეს მას არ ანაღვლებდა. ...„მე ასე არ ვცხოვრობ, აზრის გამოთქმის არ მეშინია“.

 

2012 წელს გამოჩნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“, რომელიც მდიდარმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, იმ მიზნით, რომ  მიხეილ სააკაშვილს დაამარცხებდა და მან ამ მიზანს მიაღწია. პარტიამ შემოიკრიბა გამოჩენილი ადამიანები, აგრეთვე, ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და, ასევე, მიხეილ ყაველაშვილი. კალაძე, რომელიც 2001 წლიდან 2010 წლამდე საფეხბურთო კლუბ „მილანში“ მცველის პოზიციაში თამაშობდა, ამჟამად თბილისის მერია; კობიაშვილი, რომელიც 16 წელი ბუნდესლიგაში მოღვაწეობდა და ეროვნულ ნაკრებში 100 გოლით რეკორდსმენია, 2015 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ყაველაშვილმა კი ეროვნულ ნაკრებში 45 მატჩი ითამაშა.

როგორც პოლიტიკოსი, ის მხარს უჭერს დემოკრატიას ქვეყანაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, და განსაკუთრებულად მხარს უჭერს და ცდილობს, წინ წამოწიოს ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საქართველოს წარმოაჩენს ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყნად, სადაც ყველას შეუძლია იპოვოს შესანიშნავი ადგილები. „ჩვენ ბევრი რამ გვაქვს ისეთი რამ, რაც შვეიცარიაშიც გვხვდება: მთები, ტბები, ბუნება, კარგი ღვინო, ლამაზი ქალაქები. საქართველო მზიანი მხარეა, ხალხი კი - გახსნილი, პოზიტიური, გულთბილი და სტუმართმოყვარე, მაშინაც კი, როცა უმეტესობას არც ისე დიდი ქონება აქვს. შეიძლება ეს იყოს განსხვავება ჩვენსა და შვეიცარიელებს შორის, რომლებიც პრობლემებს იქ პოულობენ, სადაც არ არის ხოლმე“. - აცხადებს ყაველაშვილი.

 

ყაველაშვილი, პოლიტიკის ერთგულებასთან ერთად, ფეხბურთის აქტიურ გულშემატკივრად რჩება. როდესაც რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, ის იყო საფეხბურთო ექსპერტი და სპეციალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და როცა საქმე შვეიცარიას ეხებოდა, მისი „ერთ-ერთი ფანი“. მისი თქმით: „ეს გუნდი ჩემთვის არის შვეიცარიის ისტორიაში საუკეთესო“. ყაველაშვილი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმ ყველაფრის შესახებ, რაც შვეიცარიის სუპერლიგაში ხდება. მადლობა ინტერნეტს, მადლობა მეგობრებს, ვინც მას ახალ ამბებს უგზავნიან.

 

 პუბლიკის იმედად

ხვალ შაბათია და ყაველაშვილი იქნება მთლიანად ქართველი, როდესაც მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩში შვეიცარიას მიიღებს. იგი იმედოვნებს, რომ „დინამო არენაზე“ ისეთი ატმოსფერო იქნება, რომელიც მოწინააღმდეგეს „დისკომფორტს შეუქმნის“. ხარისხობრივად ქართველები არ არიან ჯერ შვეიცარიელი ფეხბურთელების დონეზე, აგრეთვე, მცირეა კარგი ფეხბურთელების არჩევანის შესაძლებლობა. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება, იმიტომ რომ გუნდში ჩნდება ახალი ძალა. „კობიაშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის თაოსნობით, უკვე მოხდა კარგი ცვლილებები და ეს ძალიან ბევრ საკითხზე დადებითად იმოქმედებს“, - აცხადებს ყაველაშვილი.

 

იგი მზადაა მხარდაჭერისთვის, როდესაც მას მიმართავენ კომიტეტში. გარდა ამისა, ის ზრუნავს პოლიტიკურ საკითხებზეც. არის საჯარო მოხელე და არამარტო მაშინ, როდესაც პარლამენტში დებატები მიმდინარეობს. „როდესაც გარეთ, ქუჩაში მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და მეც შემთხვევით სიახლოვეს აღმოვჩნდები ხოლმე, ორივე ავტომობილის მძღოლი ჩემთან მოდის და მეკითხება: „როგორ მოვიქცეთ ახლა?“

 

ეს ყველაფერი ყაველაშვილს არ აწუხებს. ასე გამოიყურება ყოფილი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება.

 

პეტერ მ. ბირერი (ტექსტი) და რეტო ოეშგერი (ფოტო), თბილისი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner