logo_geo
eng_logo
NATO-საქართველოს კომისიის სხდომა
- +

27 მარტი. 2019. 22:17

 

 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთოხების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი.

 

2019 წლის 28 მარტს ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა, საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 

სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტისა და NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით მიმდინარე კვირის აქტიური დინამიკა ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას.

 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო და აღინიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობით შავ ზღვაზე მსჯელობა უმნიშვნელოვანესია ვაშინგტონში დაგეგმილი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის კონტექსტში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იქნება. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო. NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და პრაქტიკულ ჩართულობას, მათ შორის საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ბრიუსელის სამიტზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში. რაც გამოიხატება, NATO-ს საზღვაო დაჯგუფებების გემების ვიზიტებში და ერთობლივ ღონისძიებებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადებაში, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაში. ასევე საჰაერო და საზღვაო მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარებაში.

 

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, შავი ზღვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც საერთო ევროპულ უსაფრთხოებაში, ასევე მის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანიშნულებას და როლს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებაში.

 

რეგიონალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ, ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.

 

სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ში გასაწევრიანებლად, მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებასა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ იმპლემენტაციას. ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს დემოკრატიული, პოლიტიკურ, ეკონომიკურ რეფორმებს და ხაზი გაესვა საქართველოს ლიდერ პოზიციებს ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ღია კარის პოლიტიკის და გამოიხატა მზაობა განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანების გზაზე. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და კონტრიბუცია NATO-ს სამშვიდობო მისიებში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner