საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ: „ბათუმში, თბილისის მსგავსად, “განათლების ქალაქი” აშენდება“.
„საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც - თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც ყველაფერი იქნება – კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით, ბათუმს ეს აუცილებლად ექნება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.