logo_geo
eng_logo
სოფელ ყარაჯალის მცხოვრებლები საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ
- +

28 მარტი. 2019. 01:17

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაცით, სოფლის ძირითადი შემოსავალი მეცხოველეობაა, საქონლის გამოსაკვებად კი სხვა ალტერნატიული საძოვარი არ გააჩნიათ. როგორც ყარაჯალელები განმარტავენ, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, აღნიშული ტერიტორიის სოფლის საკუთრებაში გადაცემას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით კერძო პირზე გაასხვისა.

 

ყარაჯალელების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაში მონაწილე პირებს დღეს მიწის მფლობელი ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე პირები გამოიკითხა. გამოძიება 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner