ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს განხორციელდა. ბაღის ექსპლუატაციაში შესვლიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გამოვლინდა ხარვეზები, რის შესახებაც ეცნობა სამუშაოს შემსრულებელს, რომელსაც ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულება ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი.
დღეის მდგომარეობით, მეწარმის მიერ ხარვეზების ძირითადი ნაწილი აღმოფხვრილია. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.
საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.