logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა
- +

26 მაისი. 2016. 12:46


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთაველის გამზირზე სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.



25 წლის წინ, ჩვენ ვოცნებობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ქართულ ჰიმნზე, ქართულ დროშაზე, დამოუკიდებელ საბაჟოზე, საქართველოს საზღვრებზე, ქართულ პასპორტზე, დამოუკიდებელ ვალუტაზე.

ეს ყველაფერი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, თუ 1993 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 550 დოლარი იყო, დღეს ეს ხარისხობრივად უფრო მეტია, თუ 1993 წელს ინფლაცია 15 %-ს აჭარბებდა, დღეს ინფლაციის მაჩვენებლით რეგიონში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ეს ყველაფერი არის იმის სტიმული, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვინდომოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო კარგი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს სტენდებს, დღეს სამინისტროს ორი სტენდი აქვს წარმოდგენილი, ერთი არის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდი, ხოლო მეორე - ტურიზმის სტენდი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner