logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს
- +

28 მარტი. 2019. 12:29

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია.

 

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, უწყების მთავარი ამოცანა ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.

 

სესიაშვილის თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია ყველა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას და იმ ღონისძიებებზეც არის საუბარი, რაც გატარდა.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა მიმართულებით აქტიურად მოქმედებდა, მათ შორის ოკუპაციის, კონტრდაზვერვისა და კორუფციის. ეს უწყება საკუთარ საქმიანობას ეფექტიანად წარმართავს და ეს აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.

 

სესიაშვილის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ სუს-ის საქმიანობის ძირითადი ნაწილი საიდუმლო ოპერატიულ მუშაობას ეხება, ანგარიში, როგორც თავდაცვის კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება, მას შემდეგ, რაც ახალი ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება.

 

„ანგარიშს დახურულ რეჟიმშიც განვიხილავთ, თუ რა ღონისძიებები გაატარეს. ეს განსაკუთრებით ეხება ჰიბრიდულ გამოწვევებს, ოკუპაციასა და კონტრდაზვერვას“, -  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2018 წლის ანგარიში წერილობითი ფორმით წარუდგინა. საპარლამენტო და სასესიო განხილვისას კი, დოკუმენტს სავარაუდოდ, უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner