logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: რუსული ოკუპაციის წინააღმდეგაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ადეკვატურია
- +

28 მარტი. 2019. 13:18

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაცია ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რის წინააღმდეგაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ადეკვატურია.

 

ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს და ეს პროცესი დაიძრას.

 

„ამ პრობლემას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორები არსებობენ, რომლებიც ქვეყანას ამ გამოწვევის დასაძლევად მხარში უდგანან. სახელმწიფო ცდილობს, იმ გატაცებების პრევენცია მოახდინოს, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner