logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო დაუბრუნდა ევროპულ ფესვებს და სწორედ აქ ვაპირებთ დარჩენას
- +

26 მაისი. 2016. 12:47


„საქართველო დამოუკიდებლობის საუკუნის მეოთხედს აღნიშნავს" - ამ სათაურით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სტატია გამოცემა „Newsweek"-ში ქვეყნდება.



სტატიაში კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარული გაიზიარა მილიონობით ამერიკელმა და ევროპელმა, რომელთა დახმარებით საქართველომ გამარჯვება მოიპოვა.



ახლა მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ და გავამყაროთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის ძლიერ სიგნალთან ერთად თანამშრომლობისა და საქართველოსადმი ერთგულების შესახებ ამის მიღწევა შესაძლებელია", - აცხადებს კვირიკაშვილი.



საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში, აქ კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ყველაზე თავისუფალი მედია და ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.



საქართველო დაუბრუნდა ევროპულ ფესვებს და სწორედ აქ ვაპირებთ დარჩენას", - წერს კვირიკაშვილი.



მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს დახმარება მეგობარმა და მოკავშირე ქვეყნებმა, პირველ რიგში აშშ-მ გაუწიეს.


გიორგი კვირიკაშვილი ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ.


 

ჩვენ ვიბრძვით NATO-სთვის და ჩვენ ვცდილოთ, გავხდეთ ალიანსის სრულფასოვანი წევრი. საქართველო მასპინძლობს NATO- ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს. ჩვენ ასევე ვუზრუნველყოთ NATO- სწრაფი რეაგირების ძალებისთვის ქვედანაყოფს. ჩვენ NATO- სრულად ვუჭერთ მხარს და ვიმსახურებთ ვიყოთ მათი ნაწილი", - აცხადებს პრემიერი.



პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რაც არალოგიკურია: ჩვენ აღარ ვცხოვრობთგავლენების სფეროებში". საქართველოს NATO-ში ყოფნა რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ემსახურება, ვინაიდან ამგვარად მისი მეზობელი ტერიტორია დაცული იქნება".



კვირიკაშვილი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი თქმით, საქართველო ახალი აბრეშუმის გზის რეგიონში ცენტრალურ ჰაბს წარმოადგენს და წამყვან როლს ასრულებს ჩინეთსა და სხვა რეგიონულ ქვეყნებში.



უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ამის დემონსტრირება უკვე მოხდა საქართველოს მონაწილეობით ისეთ არსებით ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს ევროპასა და თურქეთთან აკავშირებს", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.



და ბოლოს, პრემიერი აშშ-სა და საქართველოს შორის კავშირების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner