ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისი იყო სამარცხვინო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი წლები საქართველოში არასოდეს განმეორდეს.
„რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, ის იყო სამარცხვინო, ბევრი ადამიანი დაშავდა, დასახიჩრდა, სამწუხაროდ, დაიღუპა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი დრო, ასეთი წლები და მომენტები საქართველოში არასოდეს განმეორდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.