logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ქობულიას სახლის გაძარცვაზე: ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს
- +

28 მარტი. 2019. 14:44

 

„ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

ბახტაძის თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და არაფერია დამალული.

 

„რაც შეეხება ბინის გაქურდვას, აქაც თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner