ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი.
„ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და ძალიან მძიმე იყო თავისუფლების მოპოვება. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება და ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც აზროვნებენ სახელმწიფოებრივად და სახელმწიფოებრივი იდეებით არიან შეპყრობილი. ამიტომ ჩვენ ქვეყანას, ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერაფერს უზამს, რადგან ჩვენ ამ ბრძოლაში ძალიან მძიმე ბარიერები გადავლახეთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულია", - განაცხადა კახი კალაძემ.
თუმცა მისივე თქმით, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჯერ კიდევ, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.
„ძალიან ბევრი გვექნება გასაკეთებელი საქართველოს გასამთლიანებლად", - დასძინა კალაძემ.