მარნეულის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაგიმ ასკეროვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. მის სახლში ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან და ჩხრეკა მიმდინარეობს.
ასკეროვი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ის საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა. მისი დაკავება მარნეულში საკრებულოს შენობასთან მოხდა.