ავტორი ანა ფერაძე
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადებები აბსურდულია და ის ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას. ამის შესახებ ახვლედიანი „რეპორტიორს" ესაუბრა.
„სააკაშვილმა ჩაიდინა უამრავი დანაშაული, ააწიოკა ადამიანები, შემდეგ საქართველოდან გაიქცა და დაიმალა.
ძალიან კარგი იქნება თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩამოვა საქართველოში. რადგან ჩამოვა თუ არა, აეროპორტში დაადებენ ბორკილებს და წაიყვანენ იქ, სადაც ეკუთვნის მრავალი წლით ყოფნა. მაგრამ არ მგონია, ციხეში მოხვედრის სურვილი ჰქონდეს.
მშიშარა ადამიანები ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. სააკაშვილის განცხადებები კი არარეალური და აბსურდულია", - ამბობს გიორგი ახვლედიანი.