ქართული თეატრისა და კინოს მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილს 30 მარტს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 28-29 მარტს მისამართზე: მგალობლიშვილის ქ №3, მე-3 სადარბაზო, ბ.60-ში (გაგარინის მოედანთან).
30 მარტს, 15:00 საათზე, მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ და მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.