logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციის განცხადებები ტყუილი და არაკომპეტენტურობაა
- +

28 მარტი. 2019. 19:00

 

„ოპოზიცია ძალიან ცდილობს, წარმოადგინოს ისე, თითქოს ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას საკმარისად არ ცდილობს, ეს ტყუილი ან არაკომპეტენტური განცხადება მგონია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით, ვერ ვხდები, საერთოდ არგუმენტი რა აქვთ, მაგრამ ოპოზიცია ძალიან ცდილობს ხოლმე, წარმოადგინოს ისე, თითქოს ხელისუფლება ან ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას საკმარისად არ ცდილობს. არ ვიცი, ამას რაზე დაყრდნობით ამბობენ. მე ეს ან ტყუილი, ან არაკომპეტენტური განცხადება მგონია. ან არ იციან, რაზე საუბრობენ, ან იციან და სიმართლეს არ ამბობენ. საზოგადოებას რაღაც ხომ უნდა შესთავაზონ, თვითონ სხვანაირად ან უკეთესად რას გააკეთებდნენ. ძალიან ეჭვი მეპარება, ამის გაკეთება უკეთესად შეძლებოდათ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner