დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში და საქართველოს 5 რეგიონში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. რეკრუტების ფიცი თბილისში ქვეყნის მთავარსარდალმა ჩაიბარა. სულ 400-მა რეკრუტმა დადო ფიცი.
ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედნის გარდა, გაიმართა კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-სიმაგრის ეზოში, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარაში - ბათუმის ბულვარის წინ.