საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს შიდა ქართლის რეგიონს ეწვევა.
მთავრობის მეთაური კასპში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, 14:00 საათზე თეძმის წყალსაცავის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრება. გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, საქართველოში პირველი წყალსაცავი, რომლის მასშტაბური მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელს მოემსახურება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 15:00 საათზე, მამუკა ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობის პროცესს გაეცნობა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს.