logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: თებერვალში ეკონომიკის 4,6-პროცენტიანი ზრდა გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია
- +

29 მარტი. 2019. 14:17

 

 

„ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ნდობა ძალიან მაღალია, ბიზნეს გარემო კი საკმაოდ პოზიტიურადაა შეფასებული“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას.

 

მისი თქმით, აღნიშნული ბოლო დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია,  თუმცა, ჭარაიას შეფასებით, საჭიროა ამ მიღწევების მოსახლეობის ფართო ფენებზე  გადანაწილებაზე მუშაობის გაძლიერება, რომ  გავზარდოთ თითოეული ქართული ოჯახის შემოსავლების მოცულობა.

 

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა  ზრდამ  4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალის საშუალო ზრდა კი 4.1 პროცენტს გაუტოლდა. აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8 პროცენტით  არის გაზრდილი.

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის შეფასებით, ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩავარდნას ადგილი არა აქვს, თუმცა ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბალი ინკლუზიურობის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება და შესაბამისად ეს პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის ფართო ფენებზე თანაბრად არ ვრცელდება რაც ხშირად მათ უკმაყოფილებას იწვევს.

 

„წარმატების მიღწევა განათლებასა და მეცნიერებაში მეტი რესურსის ჩადების გარეშე შეუძლებელია და ამას საბედნიეროდ მთავრობა აცნობიერებს და შესაბამის რეფორმებსაც აანონსებს, რასაც მე მივესალმები. ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner