logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: 26 მაისი ჩემში ორ ურთერთსაწინააღმდეგო განცდას იწვევს
- +

26 მაისი. 2016. 13:01


უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ამ საზეიმო დღესასაწაულს ორმაგი დატვირთვა აქვს:



„26 მაისი ყველა ქართველისთვის არის თავისუფლების დღე. ეს დღე ყოველთვის საზეიმო, სადღესასწაულო იყო ყველა ქართველისთვის, მაგრამ იმ საბედისწერო 26 მაისის შემდეგ, ამ დღემ უკვე ორმაგი დატირთვა შეიძინა. ერთი - ის, რაც იყო ისტორიულად და მეორე ის - როგორ მოექცა ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს საკუთარ მოქალაქეებს.

 

ეს ორი ურთერთსაწინააღმდეგო განცდა არსებობს ჩემში და, ალბათ, მთლიანად საზოგადოებაში.

 

2011 წლის მოვლენების დროს მომხდარ დარბევაში მონაწილე დამნაშავე პირები საერთოდაც არ არიან დასჯილები და ის უმნიშვნელო გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული, არ არის ადეკვატური იმ დანაშაულისა, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner