logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

29 მარტი. 2019. 14:33

 

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული  დ.ნ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, დაბა მესტიაში, სასტუმრო „სვანეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძარცვისთვის ნასამართლევმა დ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ.ფ.-ს გულმკერდის არეში დანით 3 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 25 ივლისს ქ.თბილისში  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner