logo_geo
eng_logo
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს
- +

29 მარტი. 2019. 14:56

 

 

27-28 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა.

 

„აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სხვა საკითხებთან ერთად დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის, ტრეფიკინგისა და არასრულწლოვნების მიერ ან მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner