პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია, „ინტერპრესსნიუსს“ ხობის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაუდასტურა. მისივე თქმით, ივანიშვილმა ძველ ხიბულაში ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.
„ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. თავისთავად მოსახლეობის ნაწილიც შეიკრიბა. აქ საუბარი იყო გზის რეაბილიტაციაზე, ასევე ეკლესიის მშენებლობაზე და სკვერის მოწყობაზე“, - აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ.
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა.