logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს მავანთა ბოდვებს პასუხი!
- +

29 მარტი. 2019. 16:12

 

 

ვადასტურებ, რომ 2016 წლის 19 მარტს მოხდა ჩხრეკა მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებლების - ჩემი, გიორგი მამაცაშვილისა და ნუგზარ ფოფხაძის სახლებში.

მავანთა ბოდვების პასუხად, აქვე გთავაზობთ საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხს, გამოგზავნილს ჩვენი მიმართვის საფუძველზე 2017 წლის 10 აპრილს.

 

„გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 მარტის #11ბ/815 განჩინებით, გიორგი მამაცაშვილის, ხოლო 2016 წლის 19 მარტის #11/ბ 805 განჩინებით ნუგზარ ფოფხაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დასახელებული საცხოვრებელი ბინებიდან ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვადასხვა საგნები.

 

ამოღებული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი საგნების დათვალიერებით, მათზე გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია არ აღმოჩენილა.

 

საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე“

 

შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია ჩვენი ბინების ჩხრეკისას პროკურატურას არ მიუღია, არანაირი შეხება მსგავს სიბინძურესთან არ გაგვაჩნია და სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების ამ ბოდვებს მართლა უნდა დაესვას წერტილი!

 

თუმცა, ერთიცაა: ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე (რომელსაც კანონის სრული დაცვით გავეცანი), თავის დროზე გიორგი ფარესიშვილს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში უთქვამს, რომ ნანა კაკაბაძეს მიუწოდებია მისთვის ინფორმაცია, თითქოს ე.წ. სერვერები ინახებოდა ჩვენთან... ან ამ იდიოტობის(!) თქმა რაში დასჭირდა ნანა კაკაბაძეს, ესეც ამოუხსნელია დღემდე ჩემთვის. მითუმეტეს - აქეთ გვეფიცებოდა სიყვარულს... (დეტალები ფარესიშვილთან გაარკვიოს)... სწორედ ამ ცილისწამების შედეგად მოხდა ჩვენი ბინების ჩხრეკა და სწორედ ამ ჩხრეკის შედეგებზე წერს პროკურატურა ჩვენთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

 

სხვა ბინძურ ცილისწამებებზე და მავანთა ქმედებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ ამჯერად... ყველაფერს თავისი დრო აქვს!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner