logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე: ვიზიარებ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას
- +

29 მარტი. 2019. 16:20

 

 

„ვიზიარებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა დიდი სირცხვილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

 

„ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების გამოუძიებლობა არის სირცხვილი. ქართველ საზოგადოებაში არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მძიმე დანაშაული რჩება გამოუძიებლად. 31 მარტს დავგეგმეთ ბევრი ღონისძიება და ყველას გვექნება საშუალება, საქართველოს თითოეულ კუთხეში მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. პირველი პრეზიდენტის როლი და წვლილი ჩვენს დამოუკიდებლობაში არის განსაკუთრებული. ეს იყო ქართველი ერის ისტორიული გამარჯვება, რომ დავიბრუნეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ადგილი და როლი არის სრულიად განსაკუთრებული. ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და ვუერთდები ამ პოლიტიკურ შეფასებას, რომ აქამდე ვერ მოხდა ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება და ამას ნათელი უნდა მოეფინოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner