logo_geo
eng_logo
პრემიერმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
- +

26 მაისი. 2016. 13:13


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს ვეტერანებმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ.



ეს არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის საამაყო და ბედნიერი. ზუსტად ეს ბიჭები და ისინიც, ვინც ამ მემორიალზე არ არის დაწერილი, შეეწირნენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ასევე უნდა გავიხსენოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტი, უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავა, რომელსაც დღეს ასევე დაბადების დღე აქვს და ეს თარიღიც მივულოცოთ მის ოჯახს, რომლისთვისაც დღევანდელი დღე ერთდროულად უბედნიერესი და მტკივნეულია. ყველას მივულოცოთ დღევანდელი დღე, რადგან ჩვენ ვიმსახურებთ დამოუკიდებელ ქვეყანას",- განაცხადა კობა კობალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner