ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.
„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. ვუსურვებ, ქართველ ხალხს გქონდეთ მრავალი წელი მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები მიმდინარეობს. ქართველი პოლიტიკოსების გარდა, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან უცხოელი სტუმრებიც.