logo_geo
eng_logo
კახაძე ივანიშვილზე: ერთნაირ გამოწვევებში მყოფი კაცები ვართ, ჩვენი ურთიერთობა არის უანგარო
- +

29 მარტი. 2019. 18:01

 

 

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან უანგარო ურთიერთობა აქვს.

 

„ჩვენ ერთი თაობის კაცები ვართ, ერთი ეპოქიდან წამოსული კაცები, ერთნაირ გამოწვევებში მყოფი კაცები. მე ყოველთვის მიხარია ჩემი ყველა მეგობრის წარმატება. მე ვიცი, რა ფასად უჯდება იმ ადამიანს ეს წარმატება, მითუმეტეს ისეთ საქმიანობაში, სადაც ყველაზე დიდი რისკებია, ეს მატერიალურ რისკებს ვგულისხმობ, სადაც ფულის გარკვეული ოდენობისთვის ერთმანეთს კლავენ ადამიანები, აქ რომ გაიმარჯვებ ადამიანი, სხვას მოახმარ და სხვისთვის იცხოვრებ და სხვას ხელს გაუწვდი, ქალაქს, დაბას, სოფელს, რაიონს... ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და ამიტომ, მე მას ამას ვუფასებ, არამარტო ვუფასებ, ხმამაღლა ვამბობ კიდეც, არა ჩუმად.

 

რაც შეეხება პირადულ შთაბეჭდილებას, ხელის ჩამორთმევიდან, ერთმანეთზე გაწვდილი თანამშრომლობიდან და ოჯახში მიწვევიდან, ძალიან კარგი და თბილი შთაბეჭდილება დამრჩა. მე ეს ხმამაღლა სათქმელად მიღირს, ჩემი ასაკის კაცს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს, იმიტომ რომ ურთიერთობა არის უანგარო ჩვენი, ეს მინდა ცალკე თემად გამოვყო, ვიცი, რომ ეს გახდება საჭორაო საკითხი. მინდა გითხრათ, რომ მისი და ჩემი ღირსება იმ ვექტორზე გადის, სადაც უანგარობა და ურთიერთობის ასეთი ფორმა გაცილებით მაღლა ფასობს და სიმდიდრეს ჰმატებს ადამიანს, ვიდრე რაღაცით დამოკიდებულება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner