logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ექნება ზეგავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე
- +

29 მარტი. 2019. 18:13

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია მისალმება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საქმის გამოძიებაზე და სოფელ ხიბულაში მის ჩასვლას.

 

როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ ნაბიჯს დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი დგას.

 

გამსახურდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას ზეგავლენა აუცილებლად ექნება როგორც საქმეზე, ისე ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაზე.

 

„დადებითად ვარ განწყობილი, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. როდესაც ასეთ ნაბიჯს დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი დგამს, რა თქმა უნდა, ამას თავისი ზეგავლენა აუცილებლად ექნება როგორც საქმეზე, ისე ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიასთან მიმართებაში, იმ ობიექტური, მიუკერძოებელი და სიმართლის შესაბამისი პოზიციის შემუშავებაში, რაც სამწუხაროდ დღემდე ჩვენ არ გაგვაჩნია. ხუთი წლით გაგრძელდა საქმე და მოხარული ვარ, რომ ამ გაგრძელებას მხარი დაუჭირა როგორც სახელისუფლებო გუნდმა, ისე ოპოზიციამ და ძლივს გაჩნდა პლატფორმა, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები ერთ პოზიციაზე დადგნენ. ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. მგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა საქართველოს და ის სხვა განზომილებაში მყოფი, როგორც მიცვალებული აგრძელებს მისთვის დახმარებას კონკრეტულ საკითხებშიც კი. ეს შეიძლება სუბიექტური განცდა იყოს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელი რომ არის, ეს ქვეყნის დიდი სირცხვილია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner