„ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და პასუხი გაეცეს კითხვას - რა მოხდა სინამდვილეში“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, საგამოძიებო ვადები სწორედ ობიექტური რეალობის დასადგენად გაიზარდა.
„როგორც კი ეროვნულობაზე იწყებ საუბარს, ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსენდება, ზვიად გამსახურდიაა. ჩვენ, მისი სახელის და გვარის, მისი პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით გავზარდეთ საგამოძიებო ვადები, რათა იყოს გაცილებით მეტი შანსი, ერთხელ და სამუდამოდ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დადგეს ობიექტური რეალობა, ბოლომდე იქნას ეს საქმე მიყვანილი და გაეცეს პასუხი კითხვას - რა მოხდა სინამდვილეში.
ჩემთვის დღეს ძალიან სასიხარულო იყო ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატვა ზვიად გამსახურდიას მიმართ. ეს არის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის და ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამოკიდებულება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.