სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ მერაბიშვილი და სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სუს-ის ინფორმაციით, ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან და შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას ახალწვეულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.