logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გაზაფხულის ბრალია?!
- +

30 მარტი. 2019. 13:09

 

 

გაზაფხულის ბრალია?!

 

***

მეცნიერულად დადასტურებულმა პრაქტიკამ კიდევ ერთხელ მიიღო თანხმობა: გაზაფხულის დადგომისთანვე იწყება „აშლილობით“ გამორჩეული ტიპაჟის აქტიურობა.

 

ეს უწინარესად იგრძნობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე და მედიაში.

 

დააკვირდით: გარეკვა-გიჟობის რა უნიკალური გამოვლინებები აქვთ პოლიტიკის  და მედიის ცნობად კლოუნებს, ვინ რას ყბედობს, ვინ რას ან ვის ემუქრება, ვინ ვის აშანტაჟებს, ვინ ვის რას აბრალებს...

 

არადა, ზოგიერთს ახალგაზრდები რომ იყვნენ, იმ დროიდან ვიცნობ. რა კარგები იყვნენ, რა ზრდილები, რა მომსმენები... კი ეტყობოდათ ცოტ-ცოტა, პაწია „გადახვევები“, მაგრამ... პატიობდნენ (მეც!), ასაკით, მოუთმენლობით, ენერგიის მოზღვავებით, სიმაღლეებისკენ ჯანსაღი სწრაფვის დანახვით (ანუ, ახლა ირკვევა, საკუთარი სიბრმავით) ხსნიდნენ... ჰოდა, გავიდა ხანი და ეს ფაკულტეტების თუ სასწავლებლების კომკავშირის მდივნები, შემდგომ - მოქკავშირული, ედეპეშნიკური, ლეიბორისტული, მონარქისტული თუ სხვა „შეფერილობის“ ლიდერები (ყველა არა), ძალოვანი სტრუქტურების თუ მართვის ორგანოების იგივე პარტკომები თუ შეგზავნილი „შიბზიკები“ (ყველა არც აქ), რაიკომების, ქალაქკომების ინსტრუქტორები თუ მათთან „გათანაბრებული“ (გადაბარგებული ან შეხმატკბილებული) არაფორმალთა ადგილობრივი „მყვირალები“ მათი სექსპარტნიორი მდედრებითურთ და სხვა ლილიპუტა ჩინოსნები „გაიზარდნენ“, ჩამოყალიბდნენ კაი მოზვერ-კარიერისტებად, ბიუროკრატებად, შანტაჟისტებად და კლოუნებად...

 

საბოლოოდ მივიღეთ ის... რაც მივიღეთ!

 

ტაში, კუკური!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner