logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
- +

30 მარტი. 2019. 14:25

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას და თანამშრომლებს შეხვდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრი უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახსაც ესაუბრა.

 

86 წლის დათა ვანიშვილი სტუმრებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.

 

გიორგი გახარიამ ხურვალეთის და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner