ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტზე საუბრობს, სადაც ის „ტროლების ქარხნის ხელმძღვანელად“ დასახელდა. როგორც ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა, მას ამ სისულელეებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„რუსთავი 2“ ტრადიციულად იტყუება. უკვე მერამდენედ ვამბობ, ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფოს. ამ სისულელეებთან არავითარი კავშირი არ მაქვს, არც ფაბრიკა-ქარხანა გამაჩნია... მოკლედ, ტროლებიც თვითონ არიან, ტროას ცხენებიც და ტროლეიბუსებიც! გამოიგონებენ თემებს, მერე ვიღაც ტიპებს დასვამენ ეთერში და ათქმევინებენ იმას, რაც სურთ, მაგრამ აქ ბევრი კარგი ადამიანიც მუშაობს, რომლებიც ამხელენ როგორ თითხნიან ათას სიბინძურეს, როგორ ავარჯიშებენ ჟურნალისტებს, რა როგორ თქვან. მათ სახელებს და გვარებს რიგრიგობით გამოვაქვეყნებ, ვპირდები გვარამიას!“ - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.