სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, 88 წლის კარლოს მენემს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა 1991 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის გაყიდვა შემცირებულ ფასში.
არგენტინული მედიის ცნობით, მენემს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
მასთან ერთად ასევე სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, დომინგო კავალოს.