პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, გაუგებარია, რატომ დგამს მამუკა ხაზარაძე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ანაკლიის პროექტის ჩამორთმევის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
„ხაზარაძემ თავისი ბოლო ნაბიჯებით სიტუაცია გაამწვავა. არადა, ბიზნესმენებს, როგორც წესი, სიტუაციის გამწვავება არ უყვართ. ხაზარაძემ რა-რადა ბიზნესი კარგად იცის და ისიც, რომ თუ გაამწვავებს, შესაძლოა, როგორც ბიზნესმენს, სიტუაცია შეუტრიალდეს. მისი ბოლო განცხადებით, თუ დღის წესრიგში ანაკლიის პროექტის ჩამორთმევა დადგება, კიდევ უფრო მძაფრი ბრძოლა იქნებაო, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რატომ დგამს ხაზარაძე ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ანაკლიის პროექტის ჩამორთმევის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის?!“ - განაცხადა საყვარელიძემ „თბილისელებთან“ საუბარში.