logo_geo
eng_logo
ბათუმის „შერატონის“ სამორინეში გამნაღმველები მუშაობენ
- +

31 მარტი. 2019. 01:56

 

ერთ საათზე მეტია, ბათუმის „შერატონის“ სამორინე „მშვიდობაში“ გამნაღმველები მუშაობენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შენობიდან ევაკუაცია 112-ში შესული ანონიმური ზარის საფუძველზე განხორციელდა. მოქალაქემ განაცხადა, რომ სამორინეში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული.

 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. სპეციალისტები შენობას ათვალიერებენ.

 

სასტუმროს თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ 112-ში ცრუ შეტყობინება შევიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner